გიგა ბოკერია გიორგი მარგველაშვილს შეხვდა
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა ავლაბრის პრეზიდენტის რეზიდენციაში დღეს შედგა.
აღნიშნული ინფორმაცია “კვირას” “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, გიგა ბოკერიამ და გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.
ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა, “ნაციონალურ მოძრაობაში” არ აკონკრეტებენ. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.