ირაკლი შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის კონგრესში მოსმენები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აუცილებლად დაიწყება

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მოსმენები აუცილებლად დაიწყება. აღსანიშნავია, რომ პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ქართულ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ მას გარკვეული შეკითხვებიც აქვს.
„2012 წლის მაისში, როდესაც უნდა მომხდარიყო ყველა საჭირო მასალის წარდგენა, ამერიკელები ეტყოდნენ კონგრესს, რომ ფული, რომელსაც თქვენ გამოყოფთ საქართველოში დემოკრატიის ასაშენებლად, სინამდვილეში ავტოკრატიის ასაშენებლად იხარჯებაო. კონგრესში უნდა დაწყებულიყო დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობა, სადაც დაიბარებდნენ მიხეილ სააკაშვილს. ეს პროცესი ვერ შედგა, მაგრამ აუცილებლად შედგება, რადგან ყველა მასალა არსებობს და ის ურთიერთობები, რომელსაც ნიკა ჩხეიძე, მე და კიდევ რამდენიმე ადამიანი ამერიკულ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და კონგრესის წევრებთან ვახორცილებთ, აუცილებლად გაგრძელდება. ქართულ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ კი ჩვენ კითხვები გვაქვს, თუმცა ამ კითხვებს ალბათ თავად ნიკოლოზ ჩხეიძე დასვამს, როდესაც განცხადებებს გააკეთებს.
ჩვენ გვაინტერესებს, რატომ შეჩერდა ეს პროცესი. ამ ეტაპზე არ ვამბობთ, რომ მათ გააჩერეს, მაგრამ მათ ევალებოდათ, და რატომღაც ეს პროცესი გაჩერდა. ჯერ ევალებოდა ირაკლი ალასანიას, შემდეგ ეს თემა გადაიბარეს „რესპუბლიკელებმა“ და ეს პროცესი გაჩერდა. მიხეილ სააკაშვილი უნდა იჯდეს კონგრესში, უნდა პასუხებს უნდა სცემდეს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“,-განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები