ირაკლი შიხიაშვილი – ქართულ და ამერიკურ „რესპუბლიკურ პარტიებს“ განსხვავებული ღირებულებები აქვთ

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი აცხადებს, რომ ქართულ და ამერიკულ „რესპუბლიკურ პარტიებს“ სრულიად განსხვავებული ღირებულებები აქვთ. მისი მტკიცებით, ქართული „რესპუბლიკური პარტია“ დღეს ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს, ამერიკული „რესპუბლიკური პარტია“ კი – გამაერთიანებლის.
„ქართული „რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის ჩამშლელის ფუნქციას ასრულებს და არა გამაერთიანებლის. რაც შეეხება ამერიკულ „რესპუბლიკურ პარტიას“, მე ჩამოგითვლით მათ ღირებულებებს და თავად შეადარეთ, რამდენად მსგავსია მათი ღირებულებები. პირველ რიგში, ისინი დიდ პატივს სცემენ ტრადიციებს, კულტურულ ტრადიციებსაც, პატრიოტიზმს, პასუხისმგებლობას, აქ მხოლოდ უფლებების დაცვაზე არაა საუბარი. ყველას ავიწყდება, რომ ადამიანს აქვს უფლებებიც და პასუხისმგებლობაც. ისინი პატივს სცემენ ზნეობრივ ღირებულებებს და ოჯახის სიწმინდეს. ამ ორი პოლიტიკური პარტიის ღირებულებებში დიდი განსხვავებაა“,- განაცხადა შიხიაშვილმა.
ქართულ რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრისას, მან ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე ამ პარტიამ , „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“ მისი განცხადებებით, დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ – მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრს ირაკლია ალასანიას შორის დაპირისპირება მომხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები