„ირაკლი ღარიბაშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ კარგი იქნება, თუ შიხიაშვილი პარლამენტში მოხვდება“

ირაკლი ღარიბაშვილი არ იქნება იმ საინიციატივო ჯგუფში, რომელიც მე წარმადგენს, მაგრამ ის იქნება ირაკლი შიხიაშვილის მხარდამჭერი, – ამის შესახებ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას თავად განაცხადა. „მე მქონდა ბატონ ირაკლისთან კონსულტაციები და ის იზიარებს იმ აზრს, რომ კარგი იქნება, თუ შიხიაშვილი პარლამენტში მოხვდება. მის პოლიტიკურ გეგმებზე კი თავად ბატონ ირაკლის ესაუბრეთ“,-განაცხადა შიხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები