თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თელასის“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
„სამგორის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ტაბიძის და ლეონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები