მამუკა მდინარაძე: საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო

საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დეპუტატი გამოეხმაურა გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი დაკავება იმას მოჰყვა, რომ ბიძინა ივანიშვილს ანტიდასავლურ რიტორიკას არ აჰყვა.

„საქართველოში კრიმინალებმა როგორი რაღაც ისწავლეს ახლა იცით? იპარავენ ასეულობით მილიონს, მილიარდსაც შეიძლება, მერე ჯდებიან „დიფ სთეითურ“ ნარატივში და ამბობენ „რუსული“ და ანტიდასავლური განწყობების გამო მიჭერენო. ანუ შეგიძლიათ ჩაიდინოთ ნებისმიერი დანაშაული და შემდეგ თქვათ, რომ ანტიდასავლური განწყობები არის გამოძიების მამოტივირებელი. ასეთ აბსურდთან გვაქვს საქმე. ყველაფერი ეროვნული, რაც ხდება საქართველოში, ყველაფერი რუსულად ინათლება. მარაზმში ჩადის ლოგიკა, რომელიც აგენტურამ დაალაგა, თუმცა ამას არ აქვს ადამიანებზე გავლენა. იმიტომ არის „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში და იმიტომ გამოვდივართ ეროვნული ინტერესებიდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები