ეს არის აგენტის მიერ მოგონილი ტყუილი, – ასე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, მოინახულა თუ არა მან თურქეთში თორნიკე რიჟვაძე.
როგორ მდინარაძემ აღნიშნა, ის თურქეთში ოჯახთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა.
„ეს ტყუილი არის ისეთი ბინძური რაღაც, რომ აგენტების განიუსებას თავი უნდა დაანებოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.