მამუკა მდინარაძე – ლაშა ცანავაზე: თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი
თუ ვიღაც მოიპარავს სავარაუდოდ ასეულობით მილიონს, ვიღაცა ვიღაცას მოატყუებს, ან არ მოატყუებს და აიღებს ფულს იმაში, რომ ბინადრობის უფლება დაულაგოს, ნებისმიერს შეუძლია თქვას, რომ არის პოლიტპატიმარი, ეს მოდაში შემოვიდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდებაზე საუბრისას განაცხადა.
„აიღეთ ფული, მოატყუეთ და თქვით, რომ პოლიტპატიმარი ვარო. რაღაცა უნდათ ინდულგენციის მაგვარი „ნაცებს“, რომ ჩაიდენენ დანაშაულს და თუ ვინმე ამ დანაშაულზე წაასწრებს, ვიდეოსაც თუ გადაუღებს უსაფრთხოების სამსახური და გამოძიება, მაინც შეუძლიათ თქვან, რომ პოლიტპატიმარია იმიტომ, რომ „ნაცია“. „ნაცი“ თუ არის ავტომატურად პოლიტპატიმარია, რაც არ უნდა ჩაიდინოს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდება წარუდგინა.