მამუკა მდინარაძე: „ნაცობა“ არის აგენტურული საქმიანობა, განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

ნაცობა“ არის აგენტურული საქმიანობა, განხორციელებული საქართველოში საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მთელი გამიჯვნა ამაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვემსახურებით საკუთარ სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან თავიანთ პატრონებს და დამფინანსებლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის უშანსობაზე მეტად საინტერესო არის ის, რა როლში არიან ისინი თავიანთი პატრონების მიერ.

„მათ პატრონებს მიაჩნიათ, რომ „ნაცი“ იმდენად დისკრედიტირებულია, რომ მას აქვს ნული შანსი და რაღაც 1%-იანი შანსი რომ გაუცოცხლონ, თუკი თეორიული დაშვება შეიძლება ვიღაცამ გააკეთოს, რომ „ნაცებთან“ შეიძლება ისინი არ ასოცირდნენ, ასეთ პარტიებს აღებინებენ მონაწილეობას. მაგრამ კოალიციაში მყოფი გახარიას პარტია როგორ შეიძლება „ნაცთან“ გაიმიჯნოს?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები