თეთრი სახლი: ჰაკაბი და უიტკოფი ღაზას ეწვევიან
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლივიტის განცხადებით, აშშ-ის ელჩი ისრაელში, მაიკ ჰაკაბი და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 1-ელ აგვისტოს ღაზაში დახმარების განაწილების ცენტრს დაათვალიერებენ.
„ხვალ, სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და ელჩი ჰაკაბი ღაზაში გაემგზავრებიან, რათა დაათვალიერონ არსებული განაწილების ადგილები და უზრუნველყონ მეტი საკვების მიწოდების გეგმა, ასევე შეხვდნენ ადგილობრივ ღაზელებს, რათა ადგილზე ამ მძიმე სიტუაციის შესახებ პირადად მოისმინონ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე.
მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო პოლიტიკოსები ხშირად სტუმრობენ ისრაელსა და ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროს, ღაზაში ვიზიტები გაცილებით იშვიათია.
აღნიშნული ვიზიტი მას შემდეგ განხორციელდება, რაც „ჰამასის“ მიერ მართულმა ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ტერიტორიაზე 111 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 91 ადამიანი, რომლებიც დახმარებას ითხოვდნენ.