მამუკა მდინარაძე: კახა კალაძეს არცერთი წამით არ დავპირისპირებივარ – როგორ გგონიათ, უახლოეს მეგობრებს რამის გამო დავუპირისპირდები?!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა, რომ მას თბილისის მერთან, კახა კალაძესთან არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გავრცელებულ ინფორმაციას აგენტების მოგონილი ამბავი უწოდა.

„არცერთი წამით კახა კალაძეს არ დავპირისპირებივარ. კახა, 2016 წელს „ქართული ოცნების“ გუნდში ჩემი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდატორი იყო ირაკლი კობახიძესთან ერთად. როგორ გგონიათ, მეგობრებს, უახლოეს მეგობრებს დავუპირისპირდები რამის გამო, თან როდესაც ისინი მართლები არიან და ერთმანეთთან მართლები ვართ. გთხოვთ, თავი დაანებოთ აგენტების მოგონილი ამბების განიუსებას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები