სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება

სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორაკის გვირაბის მიმდებარედ, სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურებიის გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ124-კმ139 მონაკვეთზე (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი), დროებით იზღუდება ყველა სახის  ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები