ლაშა გეგეჭკორი: სუს-ის მიერ დღეს დაკავებული „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა ყოფილი პოლიციელია – ის, 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს
ჟურნალისტი ლაშა გეგეჭკორი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ცანავას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სუს-ის მიერ დღეს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ცანავა, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს თაღლითურად ფულს სძალავდა ბინადრობის უფლების მიცემის სანაცვლოდ, ყოფილი პოლიციელია. ის, 2009 წლის 15 ივნისს, შსს-ს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ხელკეტით გაუსწორდა საპროტესტო აქციის მშვიდობიან მონაწილეებს.
ეს ხართ თქვენ, ბინძური პარტიის „ობშიაკში“ ბინძური ფულის ბინძური შემწირველები.
ტავტალოგიაში ბრალი არ დამდოთ-სხვა სიტყვის გამოყენება უბრალოდ შეუძლებელია“, – წერს გეგეჭკორი.
ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.