მამუკა მდინარაძე: თუკი რამე სასამართლო არსებობდა, თუკი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა იყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ყველაფერი წააგეს

თუკი რამე სასამართლო არსებობდა, თუკი სადმე თეორიულად და პრაქტიკულად დავა ყოფილიყო ქართულ სახელმწიფოსა და მათ შორის, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ყველგან ყველაფერი წააგეს. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში ტოვებენ ნარატივს, რომ თითქოს ისინი ანაკლიის გამო მოვიდნენ პოლიტიკაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

„ანაკლიის გამო რომ პოლიტიკაში მოვიდნენ, ეს შეიძლება მეც დავადასტურო იქიდან გამომდინარე, რომ მათ ანაკლიის პროექტით „გადააგდეს“ საქართველო, ქართველები და სახელმწიფო და ამისი დაზღვევის მიზნით, რომ პასუხისმგებლობა არ დაკისრებოდათ, პოლიტიკაში მოვიდნენ. როგორც ჩანს ანაკლიის პროექტის გამო არიან პოლიტიკაში მოსულები, იმიტომ, რომ ყველა არბიტრაჟსა და ყველა სასამართლოში დამტკიცდა, რომ მათ ხელი არ გაუნძრევიათ ანაკლიისთვის და პირიქით, რამდენიმე წლით გადადეს ეს სტრატეგიული, ეკონომიკური მნიშვნელობის უდიდესი პროექტი, მათ დააზიანეს ქართული სახელმწიფო და შესაბამისად, თავის დაზღვევის მიზნით არიან პოლიტიკაში ან შეიძლება ამას ემატებოდეს, რომ ისინი დავალებებს იღებენ გარე აქტორებისგან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები