ძლიერმა სეტყვამ გორი და ხაშური დააზარალა

ძლიერი სეტყვა იყო გორში. სტიქიამ განსაკუთრებით სოფელი კვარხეთი, შერთული და ძევერა დააზარალა.
ადგილობრივების განცხადებით, სეტყვა თითქმის 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მათი თქმით, სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზიანა ხეხილის ბაღები და ერთწლიანი კულტურები.
სეტყვა იყო ასევე ხაშურის მუნიციპალიტეშიც. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ წუთებში ზარალის რაოდენობას ადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები