მაიაკოვსკის ძეგლთან არსებულ სკვერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება

დიღმის მასივში, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებულ სკვერს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. დედაქალაქის მერიამ თბილისის საკრებულოს დიღმის მასივის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას შუამდგომლობით პროექტი უკვე მოამზადა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის სრული რეაბილიტაცია – გამოიცვლება მიწის საფარი, ბორდიულები და სკამები, დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები. ასევე დაგეგმილია ძველი ატრაქციონების ახლით ჩანაცვლება.
პროექტი 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები