სოფელ ყიზილაჯლოში, შიდა გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, შიდა გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 8 ქუჩაზე – აკაკი წერეთლის, მეხტი ჰუსეინის, მოლა ფანახ ვაგიბის, ნოე ჟორდანიას, ჰიდრის ზეინალოვის, ათა თურქის, ათა თურქის ჩიხი №2 და თაზა მაჰლას ქუჩაზე დაიგება 4 კმ–იანი გზის ასფალტო–ბეტონის ორ ფენიანი საფარი. პროექტი ფარგლებში სამუშაოებზე დასაქმებულია 20 ადგილობრივი. პროექტი, რომელიც მიმდინარე წლის 7 ივნისს დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდება, ხორციელდება თანადაფინანსებით, რომლის ღირებულებაც 810 795 ლარს შეადგენს, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50 700 ლარი, ხოლო რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რგპ) კი – 760 095 ლარი.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, გამგეობისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად მოინახულა, რომლის შემდგომაც გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები