კორუფციისთვის გასამართლებული ბანკირი ციხეში გარდაიცვალა
ჩინეთში კორუფციისთვის გასამართლებული ბანკირი ციხეში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. 62 წლის ტაო ლიმინი მანამდე ჩინეთის შემნახველი ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. ის ქვეყანაში სიდიდით მეხუთე ბანკია. ტაო ლიმინი 2012 წელს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიისგან 1,5 მილიონი დოლარის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. ჩინური გამოცემა Thepaper.cn-ის ინფორმაციით, ბანკირი გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა ოჯახმა უკვე მოითხოვა გაკვეთის ჩატარება გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად.