დავით უსუფაშვილი: „რუსთავი 2“-ს დაებედა ასეთი ბედი

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა. პარლამენტის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა, ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის,ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი.
„სამწუხაროდ, „რუსთავის 2“-თან დაკავშირებული დიდი თუ პატარა თემა ყოველთვის იწვევს ხელის გაშვერას ხან არსებული, ხან ყოფილი მთავრობისკენ. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან „რუსთავი 2“-ს დაებედა ასეთი ბედი და ეს დიდწილად შესაძლოა, თავად მათი არჩევანია, რომ ასეთი მეპატრონეები თუ მეპატრონეთა ცვლილებების ასეთი კასკადი დაებედა. თუ სააპელაციო სასამართლომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უბრალოდ, ვისურვებ, რომ ძალაში დარჩეს ყველაფერი იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებამდე თუ „რუსთავი 2“ შეჩერდა, ან მან შეცვალა მაუწყებლობა, ეს იქნება დღევანდელი მთავრობის, დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო ნაბიჯი. ეს იქნება ვიღაც სხვის პოლიტიკური გამარჯვება. იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებენ თავად მოდავე მხარეები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები