ანა დოლიძე: დღეს გამოხატული ნებით პარლამენტარებმა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს
„დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ანა დოლიძემ გააკეთა.
როგორც ჟურნალისტებს განუცხადა,საქართველოში პოლიტიკური პასუხიმგებლობის კულტურა უნდა დამკვიდრდეს.
„საქართველოში უნდა დამკვიდრდეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის კულტურა. ჩვენ ისტორიულად ეს კულტურა არ გვქონია და უნდა გავითავისოთ, რომ ხმის მიცემით ან არ მიცემით თითოეული პარლამენტარი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. დღეს გამოხატული ნებით პარლამენტის წევრებმა აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე რა მიმართულებაც მიმდინარეობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, რომ სასამართლო სისტემას სჭირდება არამარტო რეფორმა, არამედ ტრანსფორმაცია. ეს ნიშნავს ღიაობას, რადიკალურ რეფორმებს. რაც უფრო დაგვიანდება ახალი სისხლის შეტანა სასმართლო სისტემაში, მით უფრო დაგვიანდება სასამართლო სისტემის ძირეული ცვლილება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არცერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა.
უზენაეს სასამართლოში მათ დამტკიცებას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.