ადვოკატი: მაგდა პაპიძე ცდილობს, თავი გაიმართლოს, რათა მას არ დაერქვას საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელი

„მაგდა პაპიძე არის ყველაზე მეტად დაზარალებული, იმდენად, რომ მას მოუკლეს ქმარი და შვილი“, – ამის შესახებ ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატმა საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის მსვლელობისას ნაფიცი მსაჯულებისადმი შესავალი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღეს მაგდა პაპიძე თავის გამართლებას ცდილობს, იმიტომ რომ მას არ დაერქვას ქმარ-შვილის მკვლელი.
„ეს არაა ის საქმე, როდესაც ქალმა ასე უმოწყალოდ მოკლა მისი მეუღლე და გაგუდა საკუთარი შვილი, რომელსაც ზრდიდა და იყო არაჩვეულებრივი, იდეალური დედა. მაგდა პაპიძე არის ყველაზე მეტად დაზარალებული, იმდენად, რომ მას მოუკლეს ქმარი და შვილი. ეს არის მისთვის ყველაზე დიდი ტრაგედია და დღეს თუ მაგდა პაპიძე ცდილობს, თავი გაიმართლოს, ეს ხდება იმიტომ, რომ მას არ დაერქვას საკუთარი მეუღლისა და შვილის მკვლელი. მისთვის ცხოვრება, პრაქტიკულად, დამთავრებულია“, – განაცხადა მარიკა ფხალაძემ.
ადვოკატმა ასევე განაცხადა, ბრალდებაში წერია, რომ მეუღლეზე განაწყენებულმა პაპიძემ მოკლა ქმარი და შვილი, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ბრალდების შესავალ სიტყვაში არსად იყო ნახსენები, რომ მაგდა პაპიძე ქმარზე იყო განაწყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები