ეკა ბესელია: თანავუგრძნობ ნიკა გვარამიას, რომ მისი მდგომარეობა უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს

„მე ძალიან თანავუგრძნობ ნიკა გვარამიას, რომ მისი მდგომარეობა უკვე აღარ ექვემდებარება კონტროლს“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ბრალდებას, რომლის თანახმადაც, ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით ესაუბრა.

„მე ძალიან თანავუგრძნობ ნიკა გვარამიას, რომ მისი მდგომარეობა უკვე იმდენად აღარ ექვემდებარება კონტროლს, რომ ის ფიქრობს, ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდით ახლა ან მე, ან თეა წულუკიანი, რომ უკაცრავად, მაგრამ ტუალეტებიდან გვიწევს სატელეფონო საუბრების განხორციელება.
თუ ეს არის ნიკა გვარამიას ფანტაზიის არეალი დღეს, მე მას გულწრფელად ვუსამძიმრებ. შეიძლება თვითონ აკეთებს ასეთ რამეს, ან უკეთებია ასეთი რამ და ალბათ წარმოუდგენია, ეს თქვენ გგონიათ ასე.
ეს კანონი ჩვენ მივიღეთ სასამართლოს გაძლიერებისთვის და იმისთვის, რომ არც ნიკა გვარამიამ, არც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ ჩათვალოს, რომ საკონტიტუციო სასამართლო არის მისი ქვემდგომი, საქვეუწყებო ფილიალი. ამიტომ მივიღეთ, რომ თავი დავანებოთ საკონსტიტუციო სასამართლოში ხელებისა და სხვა რაღაცების ფათურს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, უმრავლესობის წევრს, ეკა ბესელიას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესთან, მერაბ ტურავასთან უკანონო კომუნიკაციაში დასდო ბრალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები