პროკურორი: მაგდა პაპიძემ ქმარ-შვილი იმიტომ მოკლა, რომ ოთარ ბერძენიშვილთან ურთიერთობა გაეგრძელებინა

”მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილთან სქესობრივი კავშირი დაამყარა და მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი იმის გამო მოკლა, რომ მასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა”, – ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვისას პროკურორმა ელენე ჩხეიძემ ნაფიცი მსაჯულების წინაშე შესავალი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, მაგდა პაპიძემ ოთარ ბერძენიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობის დროს გაიცნო და მასთან არაერთხელ ჰქონდა სქესობრივი კავშირი.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, იმისთვის, რომ მაგდა პაპიძე დარჩენილიყო ოთარ ბერძენიშვილთან, მისგან დაორსულებაც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა მეუღლის და მცირეწლოვანი შვილის მოკვლა, რადგან ბერძენიშვილს არ სურდა, რომ ქმართან გაშორებულ ქალთან ჰქონოდა ურთიერთობა.
პროკურორმა ასევე წარადგინა მაგდა პაპიძის დღიური, სადაც იმ ნივთების ჩამონათვალია გაკეთებული, რომელიც მას უნდა შეეძინა.
როგორც პროკურორმა შესავალ სიტყვაში აღნიშნა, აღნიშნული ჩანაწერებით მტკიცდება, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლისა და შვილის მკვლელობა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობით დღეს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები