თამაზ მეჭიაური „რუსთავი 2“-ის საქმეზე: სამართლიანობის აღდგენის პროცესმა შეიძლება ვინმე დააზარალოს

„ყველა სასამართლო ინსტანცია თუ ერთ აზრზეა აქ უფრო მეტი ალბათობით უნდა ვენდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივი ვცეთ“,- აღნიშნული განცხადება პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.
მისივე თქმით, ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა შეიძლება ვინმე დააზარალოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა არჩევნების შემდეგ დაიწყოს.
„სამართლიანობა ნებისმიერ პერიოდში უნდა აღდგეს, როგორც არჩევნების წინ, ასე არჩევნების შემდეგ, მაგრამ ზოგჯერ სამართლიანობის აღდგენის პროცესმა შეიძლება ვინმე დააზარალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობის აღდგენა უნდა გადავდოთ მაინცდმაინც არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები