ზურაბ ტყემალაძე „რუსთავი 2“-ს: წინასაარჩევნო პერიოდში, თქვენი გაგებით დემოკრატიულად, ჩვენი გაგებით – არაობიექტურად, აქტიურად იმოღვაწევებთ

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზურაბ ტყემალაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიას არ დააზარალებს.
როგორც გადაწყვეტილების შეფასებისას ტყემალაძემ განმარტა, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკასა და მაუწყებლობის შეწყვეტის საკითხში არავინ არ ჩაერევა.
„არ აზარალებს მინდა გითხრათ, იმიტომ, რომ არც მაუწყებლობის შეწყვეტას და არც სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას არავინ არ აპირებს.
როგორც იცით თქვენ საბოლოო ინსტანციაზე გასაჩივრებისათვის ძალიან გულითაც რომ მოინდომოს ყველამ, მაინც ვერ მოესწრება არჩევნებამდე, ასე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ პირიქით, უფრო დემოკრატიულად თქვენი გაგებით, ჩვენი გაგებით არაობიექტურად აქტიურად იმოღვაწევებთ.
ბიძინა ივანიშვილი პირიქით მიუთითებს იმას, თუ სასამართლო გადაწყვეტილება იქნა ისეთი და რამით შეიძლება დაზარალდეს „რუსთავი 2“ ამ წინასაარჩევნო პერიოდში, მე ვეცდები ყველანაირად, რომ ეს საკითხი მოვაგვარო სხვა კუთხით, ქიბარ ხალვაშთან მოლაპარაკების კუთხით“,-განაცხადა ტყყემალაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამაუწყებლო კომპანიის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის პირველ ინსტანციაში დაბრუნებას ითხოვდნენ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ საქმეზე, ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, გადაწყვეტილება 2015 წლის 3 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში გამოაცხადა. ურთმელიძემ ქიბარ ხალვაშის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. რუსთავი 2-ის წილის 60% მან ქიბარ ხალვაშს, 40% კი ხალვაშის კუთვნილ კომპანია “პანორამას” გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები