ტელეკომპანია „რუსთავი 2“ უზენაეს სასამართლოს მიმართავს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ადვოკატის ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა, შესაძლოა, უზენაესმა სასამართლომ მათი საკასაციო საჩივარი არ მიიღოს, რადგან სწორედ ასეთი დავალებაა გაცემული.
„მოლოდინი ხელისუფლების მხრიდან არის ის, რომ ჩვენს საკასაციო საჩივარს წარმოებაში არ მიიღებს და დაახლოებით აგვისტოს თვეში ისინი მოადგებიან „რუსთავი 2“-ს ხელში ჩასაგდებად, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლომ უნდა მიიღოს ჩვენი საჩივარი, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თავდაყირა აყენებს მთელ ქართულ სამართლის სისტემას, უზენაესი სასამართლო ვალდებულია მიიღოს ჩვენი საჩივარი“, – აცხადებს ადვოკატი.
ზაზა ბიბილაშვილის თქმით, შესაძლოა, აგვისტოში „რუსთავი2“-ზე თავდასხმა განხორციელდეს.
„ასეთი დავალება არის, რომ უზენაესმა არ მიიღოს ეს საქმე წარმოებაში და აგვისტოს თვეში, როცა ელჩები წასული არიან დასასვენებლად და როცა უცხოეთის დედაქალაქებში ყველაზე პასიური პერიოდია დიპლომატებისთვის, ზუსტად ამ დროს, როდესაც რუსებისთვისაც და ივანიშვილის რეჟიმისთვისაც ყველაზე ხელსაყრელია, მაშინ მოხდეს „რუსთავი 2“-ზე თავდასხმა“, – აცხადებს ბიბილაშვილი.
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წილების 60%, ხოლო მის კომპანია “პანორამას” კი 40% მიეკუთვნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები