ადვოკატი: საბოლოო ჯამში ამ ბრძოლაში გამარჯვებას ქიბარ ხალვაში მოიპოვებს

„სააპელაციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება ძალაში დატოვა“ – ასე აფასებს „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.
როგორც სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იმედი აქვს, რომ საბოლოო ჯამში ამ ბრძოლაში ქიბარ ხალვაში გამარჯვებას მოიპოვებს.
როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, დავა ჯერ დასარულებუილი არ არის და მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ მიიღებენ გასაჩივრების გადაწყვეტილებას.
„ჩვენი მოთხოვნაც სწორედ ეს იყო და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიგვაჩნდა, რომ არსებითად იყო სწორი. ის ეფუძნებოდა იმ არგუმენტაციას, რომელიც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი სასამართლოში, ჩვენ დავიცავით ჩვენი პოზიცია სააპელაციო სასამართლოშიც და ვთვლით, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა პაატა სალიამ.
კანონის თანახმად, მოსამართლეებს მხარეებისთვის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გადასაცემად 30-დღიანი ვადა აქვს, მხარეს კი განაჩენის გასაჩივრების 21-დღიანი ვადა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები