გიორგი კვირკაშვილი: შეძრწუნებული ვარ თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თელ-ავივში მომხდარ ტერაქტს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. საქართველოს მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს,ისრაელის მთავრობას და ხალხს.
„შეძრწუნებული ვარ ისრაელში, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, ისრაელის მთავრობას და ხალხს. უკიდურესად შემაშფოთებელია ტერორიზმის საფრთხე, რომელიც ბოლო დროს მძვინვარებს მსოფლიოში. სრულიად უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან ამ უდიდეს ბოროტებას. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს – ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ უსასტიკეს დანაშაულს და ვდგავართ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით“,-აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ორმა შეიარაღებულმა პალესტინელმა თელ-ავივის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა. რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაივალა, 16 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები