ჰილარი კლინტონმა კალიფორნიაში გამართულ პრაიმერშიც გაიმარჯვა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ ჰილარი კლინტონმა კალიფორნიის შტატში შიდაპარტიულ არჩევნებშიც გაიმარჯვა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ამის შემდეგ კლინტონმა თავისი ლიდერობა საბოლოოდ გაამყარა. კალიფორნია შტატია, რომელშიც აშშ-ში ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. ამ შტატში გამართულ არჩევნებამდე კლინტონმა უკვე მოიპოვა საკმარისი ხმები იმისთვის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ ოფიციალური კანდიდატი გახდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები