კულტურის პალატამ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მემორანდუმი გააფორმეს
საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურის პალატიდან აცნობეს, შეთანხმება ითვალისწინებს, ერთობლივად უზრუნველყონ ურთიერთშეთანხმებული ღონისძიებების ორგანიზება და განახორციელონ მხარეების მიერ შემუშავებული სხვა დამატებითი პროექტები საქართველოსა და უცხოეთში.