ფაშინიანი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დამყარდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფაქტობრივად მშვიდობა დამყარდა. ამის შესახებ მან განაცხადა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული სამმხრივი დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„დღეს ისტორიული მოვლენა მოხდა… თუმცა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ფაქტის დაფიქსირება, არამედ მიღწეული შეთანხმებების ინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელებაც,“ — აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მიღწეული შეთანხმებები გაფორმებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში და წარმოადგენს მნიშვნელოვან მიღწევას სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, შეთანხმებების განხორციელება გახსნის ახალ შესაძლებლობებს სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, მათ შორის — კომუნიკაციების განბლოკვისა და საზღვრების გახსნის გზით. ფაშინიანის რწმენით, ეს სომხეთის ეკონომიკაში მილიარდიან ინვესტიციებს მოიტანს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები