მიხეილ სააკაშვილი: არ გამოვრიცხავ, წიგნი დავწერო
მიუხედავად შემოთავაზებებისა უკრაინაში არცერთი თანამდებობის დაკავებას არ ვაპირებ – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსული “ბი-ბი-სისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. “დიდი გრაფიკი მაქვს, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო შეიცვალა. ამ მომენტში უკრაინა ჩემს ლექციებზე მნიშვნელოვანია, მაგრამ, ზოგადად, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ერთი წლით გავშორებოდი საქართველოს მოვლენებს, მიმეცა ხალხისთვის ჩემგან დასვენების საშუალება. მე ვიყავი საკმაოდ დიდი დოზით საქართველოსა და რეგიონში. მეც მჭირდება გადაფასება, რაღაც საკითხებზე დაფიქრება, შესაძლოა, წიგნის დაწერა, ასე, რომ მე სრულიად მზად ვარ გაცილებით მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ აი, პუტინი ისევ არ მასვენებს თავისი უკრაინული ავანტიურით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.