პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცება ისევ გადაიდო

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხის კენჭისყრა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ისევ გადადო.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით უმრავლეოსობას შორის შიდა კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
„იყო მსჯელობა პრეზიდენტის წარმომადგენელთან, ბატონ აბაშიშვილთან, თავად მოსამართლეობის კანდიდატებთან. ისინი კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გაგებით ეკიდებიან იმას, რომ მაღალი კვორუმის საჭიროების მქონე საკითხზე კონსულტაციები ჯერ კიდევ გრძელდება“,- განაცახდა დავით უსუფაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმა არის საჭირო. პრეზიდენტის მიერ უზენაესი სამსამრთლოს წევრებად წარდგენილნი არიან: ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები