ბიძინა ივანიშვილი დღეს ღია წერილს გამოაქვეყნებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს, რომელშიც ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს, დღეს გამოაქვეყნებს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა.

”ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

14 მაისს, პარტია ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებს წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება ”ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.

” წერილობით გამოვაქვეყნებ და მოგახსენებთ თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ მე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები