ირაკლი კირცხალია: რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას – ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ყველაფერს ებრძვიან, რაც ქვეყნისთვის ღირსეულია

რადიკალური ოპოზიცია უტევს ყველაფერს, რაც უდრის ქვეყნის იდენტობას და სარწმუნოებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კირცხალიამ ოპოზიციის მხრიდან ეკლესიაზე შეტევაზე ისაუბრა.

„როდესაც ქვეყნის იდენტობას შეარყევ და შეეცდები, რწმენაში მყოფ ადამიანში რწმენა შეარყიო, ის ადვილად სამართავია. ესენი ამ ფორმულით მოქმედებენ. მაგრამ არ იციან, ან იციან და არ უნდათ გაიაზრონ ის ისტორია და გზა, რაც ჩვენმა ქვეყანამ საუკუნეების განმავლობაში გამოიარა.

რიგითი პეტრე ცაავებიუგულავები და გვარამიები ამ პათოსს აგრძელებენ. ეს არის უმორალო, უსამშობლო ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს, რაც არის ღირსეული ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები