საფრანგეთში უცნობმა მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა – არის მსხვერპლი
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, სკუტერზე მჯდომმა კაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ადგილიდან მიიმალა.
თავდამსხმელის მოტივი და ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
ქალაქის მერი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ინციდენტი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებული კონფლიქტით ყოფილიყო გამოწვეული.