ხუთმა ევროპულმა ქვეყანამ, ისრაელის კონკურსში დაშვების გამო, ევროვიზია 2026-ში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა,- ამის შესახებ BBC იტყობინება .
„მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის კონკურსში 35 ქვეყანა მონაწილეობს, ესპანეთის, ირლანდიის, ნიდერლანდების, ისლანდიისა და სლოვენიის მაუწყებლებმა ისრაელის მონაწილეობის გამო, პროტესტის ნიშნად, ღონისძიებაზე მონაწილეობაზე უარი თქვეს“, – აღნიშნავს არხი.
გამოცემის ცნობით, ზოგიერთმა ქვეყანამ ბოიკოტი ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან მათი უთანხმოებით ახსნა, ზოგი კი ქვეყნის მთავრობას გენოციდში ადანაშაულებდა.