სოფელ ზღუდერში გზის ასფალტირება დაიწყო
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში გზის ასფალტირება დაიწყო. ინფორმაციას ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სოფელ ზღუდერში შიდა საუბნო გზის ასფალტირების სამუშაოები.
“პროექტის ფარგლებში დაიგება 0,936 კმ. გზის საფარი, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი და მიწის ვაკისის მოსაწყობი სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,გ.კ”,’- წერია ინფორმაციაში.