შიო მესამის ინტრონიზაცია დღეს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღეს გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის 142-ე კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო III-მ განაცხადა.
როგორც შიო მესამემ აღნიშნა, მსახურება 10:00 საათზე დაიწყება.
„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ, პირველივე კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა. უახლოესი ასეთი დღესასწაული გახლავთ ხვალ. ეს არის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაული, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ინტრონიზაცია შედგება 12 მაისს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მსახურება დაიწყება 10:00 საათზე“,- აღნიშნა ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ.
ცნობისთვის, საქართველოს ეკლესიამ გუშინ ახალი კათოლიკოს-პატრიარქი აირჩია.