გიორგი კვირიკაშვილი და ანდრეი კისკა საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმს გახსნიან

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში დღეს, საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია გაიმართება. ფორუმის ძირითადი განსახილველი თემებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები