დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ”კვირას” უშიშროების საბჭოდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:
1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის;
2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;
3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 15:00 საათზე გაიმართება.