ხვალ საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება

საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი გაიმარეთება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა გახსნიან.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინვესტიციო გარემოს პრეზენტაცია.
ფორუმის ძირითადი განსახილველი თემებია: ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.
ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული საინვესტიციო საგენტო, სლოვაკეთის ინვესტიციების და ვაჭრობის განვითარების სააგენტო, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ფორუმის პარტნიორია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები