ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ წერილს ხვალ გამოაქვეყნებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხვალ სპეციალური წერილის გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც ის მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს.
“ორშაბათს, 30 მაისს გამოვა ჩემი წერილი. იქ ყველაფერს მიმოვიხილავ. შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – განაცხადა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 14 მაისს, პარტია “ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, სადაც ისაუბრებს იმაზე, რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები