9-დან 31 მაისამდე, გორის საავტომობილო გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება

29-დან 31 მაისამდე, გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით იკრძალება გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სპეციალური რეჟიმით ხორციელდება, – ამის შესახებ ”კვირას” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88 კმ-ზე მდებარე გორის მარჯვენა საავტომობილო გვირაბში (აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება) გაწმენდითი და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29, 30 და 31 მაისის დილის 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
 
დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, რომელიც ამჟამად ავტოტრანსპორტის მოძრაობისგან თავისუფალია ლიახვის ხიდზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები