სააკაშვილმა გაიხსენა თუ როგორ ამცირებდნენ მას ჯარში რუსი სამხედროები

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ ამცირებდნენ მას საბჭოთა ჯარში რუსი ოფიცრები, როდესაც ის უკრაინაში, სასაზღვრო ძალებში მსახურობდა.
სააკაშვილის თქმით, ის ჯარში გაიწვიეს კიევის უნივერსისტეტის პირველი კურსის შემდეგ, სადაც სასაზღვრო ძალებში მსახურობდა.
„მე კარგად მახსოვს, რომ უკრაინელი ოფიცრები ძალიან ადამიანურად გვექცეოდნენ, რითიც რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილი ოფიცრებისგან ძალიან განსხვავდებოდნენ. ერთ-ერთმა რუსმა მაიორმა ჩემზე დასმენის წერილიც კი დაწერა სპეციალურ განყოფილებაში“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქში.
მისივე თქმით, უკრიანელმა ოფიცერმა ეს დასმენის წერილი ხელში ჩაიგდო და ის სააკაშვილის თვალწინ დახია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები