მიხეილ სააკაშვილი: ცხოვრებაში არასდროს მომიპარავს, არაფერი მაქვს, სამაგიეროდ მაქვს სინდისი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი “112 უკრაინას” ეთერში მის რეზიდენციაში ჩატარებულ ჩხრეკას გამოეხმაურა.
როგორც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, ვერაფერს უპოვნიან, რადგან არასდროს მოუპარავს.
“ჩემზე ვერაფერს შეაგროვებენ, რადგან ამ ქურდბაცაცებისგან განსხვავებით, მე ცხოვრებაში არასდროს მომიპარავს, არაფერი მაქვს. სამაგიეროდ ერთი რამ მაქვს – სინდისი. მე არ გამიძარცვავს საკუთარი ერი, ახალი ქვეყანა ავაშენე. მათგან განსხვავებით, მხოლოდ თავიანთ შემოსავალზე რომ ფიქრობენ, მე არც მილიონები მაქვს და არც მილიარდები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოდესაში გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის თანაშემწის თეიმურაზ ნიშიანიძის საცხოვრებელი სახლი და კაბინეტი გაჩხრიკეს, რასაც სააკაშვილმა პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები