უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობა, კრიტიკულია
7 წლის ბავშვი, რომელიც ჭიათურაში უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა, ტრავმული შოკით და სხვადასხვა დაზიანებებით იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ საავადმყოფოში განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტუკულია.
ექიმების ინფორმაციით, მეორე კლასელ ბიჭს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.
7 წლის ბიჭი გუშინ, ჭიათურიდან თბილისში კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ჭიათურაში, სატვირთო ავტომობილი, რომელსაც მძღოლი მართავდა, დაგორდა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა.
ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი სხეულის მძიმე დაზიანებებით თბილისში გადმოიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.