ნოდარ ჯავახიშვილი: არა გვაქვს ჰარაკირის ჩატარების საფუძველი

რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა საშიში არ არის და წინასაარჩევნოდ ამ გუნდმა აბსულუტურად გულახდილი კამპანია უნდა ჩაატაროს.
„შეცდომები იმიტომ დავუშვით, რომ ადამიანები ვართ, თანაც შეცდომა იმას მოსდის, ვინც ბევრ საქმეს აკეთებს. წინასაარჩევნოდ ჩვენმა გუნდმა აბსოლუტურად გულახდილი კამპანია უნდა ჩაატაროს. ვიმეორებ, არა გვაქვს ჰარაკირის ჩატარების საფუძველი“, – აცხადებს მინისტრი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
რაც შეეხება მმართველ გუნდში არსებულ სხვადასხვა აზრს, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არ არის საშიში და საზოგადოება ამ აზრს უნდა მიესალმოს.
„ჭეშმარიტება მხოლოდ კამათში იბადება. ერთ აზრზე მოსიარულე გუნდი კლანს ემსგავსება და ბევრად დიდ საფრთხეს შეიცავს“, – მიაჩნია ნოდარ ჯავახიშვილს.
მინისტრთა კაბინეტში „ქართული ოცნების“ უკვე კონკურენტი „რსეპუბლიკელი“ მინისტრების ყოფნასთან დაკავშირებით, ნოდარ ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ მორალური თვალსაზრისით „რესპუბლიკელები“ თანამდებობიდან უნდა გადამდგარიყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია.
„მეტიც… პირადად მე, გიგლა აგულაშვილთან თუ სხვასთან წინააღმდეგობა არა მაქვს, თუმცა, როდესაც კოალიციიდან გადიხარ, მორალურად ასეა, თანამდებობიდანაც უნდა გადადგე“, -აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები