გრიბოედოვის თეატრის გასტროლები უკრაინასა და მოლდავეთში

20-დან 30 მაისის ჩათვლით, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი სპექტაკლით: „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ საგასტროლო ტურნეში უკრაინის და მოლდავეთის ოთხ ქალაქში მიემგზავრება.
21 მაისი – ხერსონი – საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „ტავრიის მელპომენა“;
23 მაისი – ნიკოლაევი – ნიკოლაევის სახელმწიფო აკადემიური დრამის და მუსიკალური კომედიის თეატრი;
25 მაისი – ოდესა – მ.ვოდიანოის სახ. მუსიკალური კომედიის აკადემიური თეატრი;
28 მაისი – კიშინიოვი – ეჟენ იონესკოს საერთაშორისო თეატრალური ბიენალე პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.
„ხოლსტომერის“ პრემიერა გრიბოედოვის თეატრში 2012 წლის 14 აპრილს გაიმართა. ეს გახლავთ ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი – მირიან შველიძე.
2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით, ხოლო ვალერი ხარიუჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ გადაეცა „ოქროს დიპლომი“.
„ხოლსტომერის“ ეს რიგით მეთექვსმეტე გასტროლია საზღვარგარეთ. სპექტაკლში მონაწილეობენ: აპოლონ კუბლაშვილი, ვალერი ხარიუტჩენკო, ლიუდმილა არტიომოვა-მღებრიშვილი, ლაშა გურგინიძე, მიხეილ არჯევანიძე, ვანო ქურასბედიანი, გიორგი ზანგური, ანა არუთინიანი-ნიკოლავა, ნინა კალატოზიშვილი, ოლეგ მჭედლიშვილი, ანასტასია გარმატიუკი, ნინო კიკაჩეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ვახტანგ ნიკოლავა, მედეა მუმლაძე, ნანა დარჩიაშვილი, მარიამ კიტია და სოფიო ლომჯარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები