ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამსახურის ახალი უფროსის გეკა გელაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მამუკა მდინარაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ მამუკას ამ პერიოდის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება. მისი ლობირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, პრაქტიკულად გაორმაგდა სამსახურის ბიუჯეტი, რაც პირდაპირ აისახება როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები